11 Ιανουαρίου, 2020

სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ მიწის სამუშაოების მხრივ, საძირკვლის გაძლიერების მიზნით, ჭადრაკული წესით მოეწყო რკინა-ბეტონის საძირკველი. √ კირის ხსნარზე ქართული მეორადი აგურით გადაეწყო და განახლდა ეკლესიის ოთხივე ფასადის დაზიანებული და დაძრული სტრუქტურული წყობა. √ ტაძრის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდა ე.წ. „ცოკოლი“-ს საფეხური √ ინტერიერში კირის ხსნარზე აღდგა საპირე წყობა ავთენტური ტიპის აგურით √ აღდგა ეკლესიის კამარა და კონქი. √ ლორფინის იმიტაციის მქონე ფერადი თუნუქით მოეწყო სახურავი √ ტაძრის დარბაზში იატაკი მოეწყო დახერხილი ქვით ტრადიციული ქართული წყობით √ დამზადდა და დამონტაჟდა კარ-ფანჯრები ლითონის აქსესუარებით √ ტაძრის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სარინელი სოფ.კარსანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს. “საქართველოს სამშენებლო ჯგუფი-XXI“ -ის მიერ განხორციელდა.

 

— heritagesites.ge

Διαδώστε: