19/09/2019 19/09/2019 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ფონდი „ქართუ“ -ს ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძრის ინტერიერში მოიხსნა კამარის კონქის და კედლების ზედაპირების ამორტიზებული ნალესობ, რომელიც კირხსნარით დამუშავდა. ამავე დუღაბით გადაეწყო და ამოშენდა აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზი. მოეწყო ახალი იატაკი ქართული აგურით. ამ...
19 Σεπτεμβρίου, 2019 - 15:41
Τελευταία ενημέρωση: 19/09/2019 - 15:44

სოფ.რუისპირის ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:
სოფ.რუისპირის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ფონდი „ქართუ“ -ს ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძრის ინტერიერში მოიხსნა კამარის კონქის და კედლების ზედაპირების ამორტიზებული ნალესობ, რომელიც კირხსნარით დამუშავდა. ამავე დუღაბით გადაეწყო და ამოშენდა აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზი. მოეწყო ახალი იატაკი ქართული აგურით. ამ ტიპის სამშენებლო მასალითვე აღდგა ეკლესიის სარკმელი და თაღი. სათანადოდ შერჩეული რიყის ქვებით აღდგენილია სამხრეთი ფასადის კარის თავზე არსებული თაღი. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადზე დამონტაჟდა ხის კარები. ტაძრის სახურავი გადაიხურა ღარიანი კრამიტით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე ააიპ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის ცენტრი“ ახორციელებს.

 

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων