19 Σεπτεμβρίου, 2019

სოფ.რუისპირის ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ფონდი „ქართუ“ -ს ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძრის ინტერიერში მოიხსნა კამარის კონქის და კედლების ზედაპირების ამორტიზებული ნალესობ, რომელიც კირხსნარით დამუშავდა. ამავე დუღაბით გადაეწყო და ამოშენდა აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზი. მოეწყო ახალი იატაკი ქართული აგურით. ამ ტიპის სამშენებლო მასალითვე აღდგა ეკლესიის სარკმელი და თაღი. სათანადოდ შერჩეული რიყის ქვებით აღდგენილია სამხრეთი ფასადის კარის თავზე არსებული თაღი. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადზე დამონტაჟდა ხის კარები. ტაძრის სახურავი გადაიხურა ღარიანი კრამიტით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე ააიპ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის ცენტრი“ ახორციელებს.

 

 

Διαδώστε: