14/08/2020 14/08/2020 სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი პაველი მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩარევისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. „მე დღეს ღვთისმსახურებს ვესაუბრე, რადგან მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი ინტერნეტრესურსების, სოციალური ქსელების გამოყენებით ცდილობს, საკუთარი მოსაზრებით გამოვიდეს, როდესაც მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობს. ჩვენ ღმერთი მოგვიწოდებს, არ ჩავერიოთ პოლიტიკურ საკითხებში. პოლიტიკით პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ მოქალაქეთა გულები“,...
14 Αυγούστου, 2020 - 18:42
Τελευταία ενημέρωση: 14/08/2020 - 18:43

სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი პაველი მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩარევისგან

Διαδώστε:
სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი პაველი მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩარევისგან

სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი პაველი მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩარევისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„მე დღეს ღვთისმსახურებს ვესაუბრე, რადგან მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი ინტერნეტრესურსების, სოციალური ქსელების გამოყენებით ცდილობს, საკუთარი მოსაზრებით გამოვიდეს, როდესაც მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობს. ჩვენ ღმერთი მოგვიწოდებს, არ ჩავერიოთ პოლიტიკურ საკითხებში. პოლიტიკით პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ მოქალაქეთა გულები“, – განაცხადა მინსკის და სლუცკის მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, ბელარუსში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა.


1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων