31 Δεκεμβρίου, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიასა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მიიღო

Διαδώστε:

ა.წ. 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დავით დონდუა და მისი ოჯახი მიიღო. ხოლო 28 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბ-ნი თემურ ლეჟავა მიიღო.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

 

patriarchate.ge

Διαδώστε: