უწმინდესმა დაწესებულების ბენეფიციარები და შემომწირველები დალოცა და დაასაჩუქრა, მოწყალების სახლის ხელმძღვანელ მზია კაცაძეს კი აქ გაწეული მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი 1994 წლიდან ყოვლდღიურად 200-მდე გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება; განსხვავებული ეროვნებისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად, აქ ყველა თანაბრად იღებს თანადგომას. 27-ე წელია, ეს ადგილი ბევრისთვის შიმშილისაგან თავის დაღწევის, გადარჩენისა და ნუგეშის ერთადერთი საშუალებაა…