15 Φεβρουαρίου, 2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (15.02.2020)

Διαδώστε:

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს – მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა.

დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებულნი შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა. შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს.

დღეს დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება ფონდი ,,ნაკვალევი“, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდების განვითარებისთვის და სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად.

წყალობა უფლისა თქვენზედა და კურნება მისი თქვენ ზედა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

— patriarchate.ge

Διαδώστε: