02/10/2020 02/10/2020 ა.წ. 30 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მიიღო. შეხვედრაზე მის უწმინდესობას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი 2004 წელს შეიქმნა და უფასო სამედიცინო დახმარებით (გამოკვლევები და მკურნალობა) მრავალმა გაჭირვებულმა ადამიანმა ისარგებლა. დეპარტამენტი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, რომლებიც მკურნალობენ პაციენტებს როგორც თბილისში,...
02 Οκτωβρίου, 2020 - 14:54

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ

ა.წ. 30 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მიიღო. შეხვედრაზე მის უწმინდესობას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი 2004 წელს შეიქმნა და უფასო სამედიცინო დახმარებით (გამოკვლევები და მკურნალობა) მრავალმა გაჭირვებულმა ადამიანმა ისარგებლა. დეპარტამენტი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, რომლებიც მკურნალობენ პაციენტებს როგორც თბილისში, ისე ეპარქიებში.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ექიმები, მადლობა გადაუხადა გაწეული დიდი შრომისათვის და მომავალშიც ხალხის აქტიური დახმარება უსურვა, მათ შორის ციხიდან გამოსული ადამიანების მიმართ.


patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων