ჩვენთან არს ღმერთი!
ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გაუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ერთმანეთს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგვიბრუნდება ჩვენ.
მაცხოვარი ამბობს: ,,სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი.“ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა.
დღეს ჩვენ ვლოცავთ 5 გვარს.
ილოცებიან შემდეგი გვარები: ჩალაძეები, აჩუაშვილები, გერსამიები, ჩუთლაშვილები და შაკიაშვილები.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს შვილებში.
დალოცვილი იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!