12/12/2020 12/12/2020 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოხატა გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის, თავისი ნათლულის, თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ოფიციალური წერილი გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. “საუკუნის ხმა, – თემურ ქევხიშვილი მარადისობის მკვიდრი გახდა. დიდებული ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომავალი თაობის აღზრდისათვის დამაშვრალი...
12 Δεκεμβρίου, 2020 - 16:11

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოხატა გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის, თავისი ნათლულის, თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ოფიციალური წერილი გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.

“საუკუნის ხმა, – თემურ ქევხიშვილი მარადისობის მკვიდრი გახდა.

დიდებული ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომავალი თაობის აღზრდისათვის დამაშვრალი საოცარი პედაგოგის, ჩემი ნათლულის, ბატონ თემურის უკვდავი სულისთვის აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვ უფალს, მიუტევოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ამინ!”, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.

 

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων