22 Δεκεμβρίου, 2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოხატა ცნობილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, საზოგადო მოღვაწის, გიორგი (გოგი) ქავთარაძის გარდაცვალების გამო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ოფიციალური წერილი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

“ბატონმა გოგი ქავთარაძემ თავისი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კულტურული განვითარების საქმეში.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ!”, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

 

wenews.ge

Διαδώστε: