ა.წ. 12 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული შშმ ბავშვები და მათი ახლობლები მიიღო და დალოცა. აღნიშნული კონკურსი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ბ-ნ ნუგზარ ჭიაბერაშვილის ორგანიზებით ა.წ. 7-10 ნოემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და პოლონეთის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი საქართველოში წელს პირველად გაიმართა და მომავალში იგი ყოველწლიური იქნება.
პატრიარქმა დალოცა შშმ ბავშვები და შემდგომი წარმატებები უსურვა.