23/05/2024 23/05/2024 ვემშვიდობებით გამორჩეულ ქალბატონს, რომელმაც თავისი პრაქტიკული და მეცნიერული მიღწევებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი მემკვიდრეობაც დატოვა; მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოსი და პირადად მეც მასთან წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქალბატონი ანა-გულიკო მაგალითია ჭირსა შინა...
23 Μαΐου, 2024 - 19:06

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ ანა (გულიკო) ჩაფიძის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ ანა (გულიკო) ჩაფიძის გარდაცვალების გამო

ვემშვიდობებით გამორჩეულ ქალბატონს, რომელმაც თავისი პრაქტიკული და მეცნიერული მიღწევებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი მემკვიდრეობაც დატოვა; მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოსი და პირადად მეც მასთან წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქალბატონი ანა-გულიკო მაგალითია ჭირსა შინა გაუტეხლობისა. მისი ცხოვრება, ერთის მხრივ, იყო მუდმივი წარმატება, მეორეს მხრივ, დიდი განსაცდელებით სავსე გზა. მან შეძლო ტკივილზე გამარჯვება სულიერი ფერისცვალებით, რწმენითა და ღვთის შეწევნით.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს და ახლობლების, მეუღლის, შვილებისა და შვილიშვილის ხილვით გაახაროს.

 

სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილია II

23.05.2024.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων