26/09/2019 26/09/2019 ა.წ. 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარე ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, ქ-ნი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ქ-ნი ქეთევან ასათიანი და ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე, ქ-ნი სოფიო ჯობავა. ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა საქართველოში...
26 Σεπτεμβρίου, 2019 - 17:01
Τελευταία ενημέρωση: 26/09/2019 - 17:02

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარეს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარე ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, ქ-ნი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ქ-ნი ქეთევან ასათიანი და ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე, ქ-ნი სოფიო ჯობავა.

ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები” უკვე მეოთხედ ტარდება და მასში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); საბუნებისმეტყველო კვლევები; კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.

 

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων