21 Νοεμβρίου, 2019

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

Διαδώστε:

 

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, სამი ნიღბიანი მძარცველი მსოფლიო პატრიარქის სახლში შეიჭრა, როდესაც სახლში მხოლოდ მოახლე ქალი იმყოფებოდა. ინციდენტი 16 ნოემბერს მოხდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველებს არაფერი წაუღიათ.

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია, თუ როგორ შეძლეს მძარცველებმა სახლში ისე შეღწევა, რომ ისინი დაცვის სამსახურს არ შეუმჩნევია.

1tv.ge

Διαδώστε: