12/11/2024 12/11/2024 ამა წლის 10 ნოემბერს სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 11 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში, სადაც ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: იღუმენი იობი (გეგეშიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით; სურამის წმინდა თამარ მეფისა...
12 Νοεμβρίου, 2024 - 17:40

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

Διαδώστε:
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

ამა წლის 10 ნოემბერს სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 11 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში, სადაც ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა:

იღუმენი იობი (გეგეშიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;

სურამის წმინდა თამარ მეფისა და ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ილია (ხაჩიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;

სოფელ წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკიანე (გერაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;

სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე (სტეფნაძე) დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლებით;

სოფელ ბიჯნისის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კორნელი (ხარაზიშვილი) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ხაშურის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მიქაელი (ფცქიალაძე) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

სოფელ ტაშისკარის წმინდა გიორგის და სათივის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე (ციცქიშვილი) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავითი (კაბერაშვილი) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნეონილა (დოლიაშვილი) დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი კლავდია (ინდუაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ქვიშხეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მონაზონი ევფროსინე (რეხვიაშვილი) აღყვანილია იღუმენიის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων