29/11/2020 29/11/2020 2020 წლის 27 ნოემბერს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიჩ ორბანი და სახელმწიფოს წარმომადგენლები შეხვდნენ რუმინეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ტერგოვიშტის მიტროპოლიტ ნიფონს. შეხვედრა გაიმართა ტერგოვიშტის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში. მხარეებმა იმსჯელეს მართლმადიდებლობის დიდ მნიშვნელობაზე, რაც ძირითადად განათლების, კულტურისა და თანამედროვე რუმინული საზოგადოების კაცთმოყვარეობრივ საქმიანობას შეეხება. ასევე, საუბრისას ყურადღება გამახვილდა ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. ხაზი...
29 Νοεμβρίου, 2020 - 20:07

ტერგოვიშტის მიტროპოლიტს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა [ფოტო]

Διαδώστε:
ტერგოვიშტის მიტროპოლიტს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა [ფოტო]

2020 წლის 27 ნოემბერს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიჩ ორბანი და სახელმწიფოს წარმომადგენლები შეხვდნენ რუმინეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ტერგოვიშტის მიტროპოლიტ ნიფონს.

შეხვედრა გაიმართა ტერგოვიშტის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში.

მხარეებმა იმსჯელეს მართლმადიდებლობის დიდ მნიშვნელობაზე, რაც ძირითადად განათლების, კულტურისა და თანამედროვე რუმინული საზოგადოების კაცთმოყვარეობრივ საქმიანობას შეეხება.

ასევე, საუბრისას ყურადღება გამახვილდა ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც ეკლესია აღასრულებს პანდემიის დასაძლევად.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων