29 Νοεμβρίου, 2020

ტერგოვიშტის მიტროპოლიტს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა [ფოტო]

Διαδώστε:

2020 წლის 27 ნოემბერს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიჩ ორბანი და სახელმწიფოს წარმომადგენლები შეხვდნენ რუმინეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ტერგოვიშტის მიტროპოლიტ ნიფონს.

შეხვედრა გაიმართა ტერგოვიშტის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში.

მხარეებმა იმსჯელეს მართლმადიდებლობის დიდ მნიშვნელობაზე, რაც ძირითადად განათლების, კულტურისა და თანამედროვე რუმინული საზოგადოების კაცთმოყვარეობრივ საქმიანობას შეეხება.

ასევე, საუბრისას ყურადღება გამახვილდა ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც ეკლესია აღასრულებს პანდემიის დასაძლევად.

wenews.ge

Διαδώστε: