10/06/2020 10/06/2020   ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას აღნიშნავს თბილისი 10 ივნისი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ლომისობის დღესასწაულზე. მლეთის მთაზე მოსალოცად მიმავალი შუახნის მამაკაცი ბილიკიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს გზაზე ფეხი დაუცურდა, ფერდობზე დაგორდა და მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა....
10 Ιουνίου, 2020 - 14:56

ტრაგედია ლომისობაზე – მომლოცველი მამაკაცი გარდაიცვალა

Διαδώστε:
ტრაგედია ლომისობაზე – მომლოცველი მამაკაცი გარდაიცვალა

 

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას აღნიშნავს

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ლომისობის დღესასწაულზე. მლეთის მთაზე მოსალოცად მიმავალი შუახნის მამაკაცი ბილიკიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს გზაზე ფეხი დაუცურდა, ფერდობზე დაგორდა და მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ლომისობაზე დღეს კიდევ ერთი მომლოცველი გოგონა დაშავდა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს – ლომისობას აღნიშნავს.

ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მიიჩნევენ, რომ ლომისობა ადრექრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია. სხვა ვერსიის თანახმად, ლომისობა ქრისტიანობამდელი პერიოდიდან მოდის, თუმცა ამჟამად აღინიშნება, როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული.

ლომისის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – დუშეთის რაიონში, სოფელ მლეთაში.

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირას მორწმუნეები იკრიბებიან და მლეთაში IX-X საუკუნის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში ლომისობას აღნიშნავენ. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია განსაკუთრებული მადლის მატარებელი და გამორჩეული ძალის მქონეა. ლომისობას ხალხი მლეთაში საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში.

ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

მომლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.

გასულ წელს ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.

sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων