16/07/2020 16/07/2020 👉 15 ივლისს Icsu-ს 2020 წლის საზაფხულო ბანაკები ოფიციალურად გაიხსნა. 2020 წლის საზაფხულო ბანაკის გახსნასა და პირველი ნაკადის მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები – სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და დეკანოზი დავით ტატანაშვილი. 👉 სასულიერო პირებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა – ძალადობის წინააღმდეგ...
16 Ιουλίου, 2020 - 20:13
Τελευταία ενημέρωση: 16/07/2020 - 20:18

უკვე მეორე ზაფხულია საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები Icsu-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების საზაფხულო ბანაკებს სტუმრობენ და მოსწავლე-ახალგაზრდებს მათთვის აქტუალური და საინტერესო თემების შესახებ ესაუბრებიან

Διαδώστε:
უკვე მეორე ზაფხულია საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები Icsu-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების საზაფხულო ბანაკებს სტუმრობენ და მოსწავლე-ახალგაზრდებს მათთვის აქტუალური და საინტერესო თემების შესახებ ესაუბრებიან

👉 15 ივლისს Icsu-ს 2020 წლის საზაფხულო ბანაკები ოფიციალურად გაიხსნა. 2020 წლის საზაფხულო ბანაკის გახსნასა და პირველი ნაკადის მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები – სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და დეკანოზი დავით ტატანაშვილი.

👉 სასულიერო პირებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა – ძალადობის წინააღმდეგ ეკლესიის აქტიური კამპანია, ყოველდღიური ჩართულობა მომავალ თაობასთან ურთიერთობაში, განათლების მნიშვნელობა.

🚩 ყურადღება გამახვილდა თანამედროვე რეალობაში ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე, ისაუბრეს ძალადობის პრევენციის საშუალებებზე როგორც საზოგადოების სხვადასხვა წრის, ისე ეკლესიის მხრიდან.

🚩 საინტერესოა, რომ ამ საკითხების შესახებ კითხვებს ძირითადად მოზარდები პასუხობდნენ, რადგან მათ უკეთ იციან, რეალურად რა პრობლემებია თანამედროვე ახალგაზრდებში, რა არის გამოსავალი და როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება და ეკლესია ამ პრობლემების მოგვარებაში.

🚩 გარდა ამისა, ისაუბრეს საზოგადოებაში არსებულ მახინჯ სტერეოტიპებზე, გარკვეული წრეების მიერ მომავალ თაობაზე მავნე ზეგავლენის შესახებ. გამოიკვეთა, სად დგას ასეთ დროს ეკლესია და რა პოზიცია უჭირავს მას.

🚩 საუბარი ასევე შეეხო განათლების აუცილებლობას. სასულიერო პირებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ეკლესიის დამოკიდებულება განათლების მიმართ, – თუ როგორ ცდილობს ეკლესია, წაახალისოს და ხელი შეუწყოს მომავალ თაობაში წიგნიერებას, ცოდნის გაღრმავებასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგისადმი ინტერესის აღძვრას.

👉 მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები თვე-ნახვერის განმავლობაში ბანაკის თხუთმეტივე ნაკადთან გაიმართება და ორი სხვადასხვა სასულიერო პირი ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და აქტუალური თემების თაობაზე ესაუბრება.

— facebook.com/sazupatriarchate

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων