26/07/2019 26/07/2019 რელიგიური უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებლებმა – დიმიტრი გორევოიმ და ტატიანა დერკაჩიმ, რომლებიც ხელმძღვანელობენ პროექტს Cerkvarium, ღია წერილით მიმართეს სერბეთის პატრიარქსა და წმინდა სინოდს. დოკუმენტში ექსპერტები ასახელებენ იმ ბრალდებებს, რომლებიც სერბეთის ეკლესიამ გააჟღერა უკრაინის ეკლესიის, პატრიარქ ბართლომეს წინააღმდეგ და მოჰყავთ კონტრარგუმენტები თავად სერბეთის ეკლესიის ისტორიიდან. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: „თქვენ ადანაშაულებთ მსოფლიო პატრიარქს იმაში, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის...
26 Ιουλίου, 2019 - 14:14

უკრაინაში სერბეთის ეკლესიას მოუწოდებენ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

Διαδώστε:
უკრაინაში სერბეთის ეკლესიას მოუწოდებენ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

რელიგიური უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებლებმა – დიმიტრი გორევოიმ და ტატიანა დერკაჩიმ, რომლებიც ხელმძღვანელობენ პროექტს Cerkvarium, ღია წერილით მიმართეს სერბეთის პატრიარქსა და წმინდა სინოდს.

დოკუმენტში ექსპერტები ასახელებენ იმ ბრალდებებს, რომლებიც სერბეთის ეკლესიამ გააჟღერა უკრაინის ეკლესიის, პატრიარქ ბართლომეს წინააღმდეგ და მოჰყავთ კონტრარგუმენტები თავად სერბეთის ეკლესიის ისტორიიდან.

მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

„თქვენ ადანაშაულებთ მსოფლიო პატრიარქს იმაში, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებით თითქოს ის ჩაერია სხვა ადგილობრივი ეკლესიის საქმეებში. მიმდინარე წელს თქვენი ეკლესია ზეიმობს ავტოკეფალიის 800 წლის იუბილეს, რომელიც მოგანიჭათ მსოფლიო პატრიარქმა მიუხედავად იმისა, რომ სერბული მიწები კანონიკურად ოქრიდის მთავარეპისკოპოსს დიმიტრის (ქომატიანი) ემორჩილებოდა და მან ეს გააპროტესტა…

…თქვენ ამბობთ, რომ ანათემირებულთა ეკლესიის წიაღში დაბრუნება არ შეიძლება. შეგახსენებთ, თვითნებური აღიარებისათვის მსოფლიო პატრიარქმა კალისტემ ანათემას გადასცა სერბეთის მეფე სტეფანე დუშანი (XIV ს.), პეჩის პატრიარქი იოანიკე და მთელი სასულიერო დასი…

…თქვენ აცხადებთ, რომ არ შეიძლება თანაზიარებაში მივიღოთ ისინი, რომლებსაც ხელი დაასხეს განხეთქილებაში. მაგრამ თქვენმა ნეტარხსენებულმა წინამორბედმა 1991 წელს არ მიიღო თანაზიარებაში ეპისკოპოსი ირინეოსი (კოვაჩევიჩი), რომელიც ხელდასხმული იყო მაშინ ჯერ არაღიარებული უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში? შეგახსენებთ, იგი მიიღეს განმეორებითი ქიროტონიის გარეშე ე.ი. აღიარეს უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში აღსრულებული ქიროტონია.
თქვენთვის თქვენო უნეტარესობავ ეს კარგად უნდა იყოს ცნობილი, რადგან იმ მომენტისთვის თქვენ შედიოდით იმ კომისიაში, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს სქიზმატების აღიარებაზე დამატებითი ქიროტონიის გარეშე“.

ავტორები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ არ განსჯიან სერბეთის ეკლესიას მისი არაერთგვაროვანი ისტორიის გამო და მოუწოდებენ სერბებს აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

„თქვენ არ გადანაშაულებთ ამის გამო; ჩვენ ყველაფერი გვესმის და ქრისტიანული მოთმინებით ვიღებთ ისტორიის ამ გაკვეთილებს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მოთმინებითა და გაგებით მოგვეკიდოთ და ნუ მოითხოვთ ჩვენგან იმას, რაც თავის დროზე თქვენ ვერ შეძელით. ერთადერთ შესაძლო გამოსავლად ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან გვესახება თქვენი წმინდა ეკლესიის მიერ ახალშობილი დის – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება, რომლის მეთაურიცაა მისი უნეტარესობა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე“.

თარგმანი: მართლმადიდებლური სიახლეები / Orthodox news

მართლმადიდებლური სიახლეები / Orthodox news

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων