12/06/2019 12/06/2019 უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ტომოსს არ მიიღებს, რადგან მისი შინაარსი არ იცოდა. ამის შესახებ განცხადება ფილარეტმა უკრაინულ მედიასთან გააკეთა. „ამ ტომოსს არ ვიღებთ, რადგან არ ვიცოდით ტომოსის შინაარსი. ეს რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას ხმას არ დავუჭერდით, რადგან არ გვსურს, ერთი დამოკიდებულებიდან, მეორეზე გადასვლა. მოსკოვის საპატრიარქო მოსკოვის...
12 Ιουνίου, 2019 - 14:37

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი – ტომოსს არ ვიღებთ, ჩვენ მისი შინაარსი არ ვიცოდით

Διαδώστε:
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი – ტომოსს არ ვიღებთ, ჩვენ მისი შინაარსი არ ვიცოდით

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ტომოსს არ მიიღებს, რადგან მისი შინაარსი არ იცოდა. ამის შესახებ განცხადება ფილარეტმა უკრაინულ მედიასთან გააკეთა.

„ამ ტომოსს არ ვიღებთ, რადგან არ ვიცოდით ტომოსის შინაარსი. ეს რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას ხმას არ დავუჭერდით, რადგან არ გვსურს, ერთი დამოკიდებულებიდან, მეორეზე გადასვლა. მოსკოვის საპატრიარქო მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესია – ბერძნებს და ვინ უნდა ემსახუროს უკრაინას?“ – განაცხადა ფილარტმა.

დღესვე უკრაინის საპატიო პატრიარქმა განაცხდა, რომ კიევის საპატრიარქოს გაუქმებას არ ეთანხმება და 20 ივნისს იწვევს კრებას, რომელზეც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ოფიციალურად არ აღიარებს.

„ჩვენ მოვიწვევთ კრებას და არ ვაღიარებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 15 დეკემბერს გამართულ კრებაზე იყო მიღებული. შესაბამისად, ვაჩვენებთ, რომ კიევის საპატრიარქო იყო, არის და იქნება. კრებას 20 ივნისს გავმართვათ“, – განაცხადა ფილარეტმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში კიევის საპატრიარქო წერილს გაუგზავნის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას სთხოვს.

როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ იუწყება, 15 მაისს ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის მოატყუეს და დაარღვიეს მიცემული პირობა, რომ ტომოსის მიღების შემდეგ ფილარეტი უკრაინულ ეკლესიას ქვეყნის შიგნით უხელმღვანელებდა, ხოლო ეპიფანე უკრაინის მიტროპოლიას საგარეო ასპარეზზე წარმოადგენდა.

– ლევან ახალაია / 1tv

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων