09 Απριλίου, 2020

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

Διαδώστε:

კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა.

აღმოჩნდა, რომ 30 მათგანს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, კიევ-პეჩერის ლავარა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის დიაგნოზი კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს დაუსვეს.

 

1tv.ge

Διαδώστε: