23 ნოემბრის მონაცემებით, ათენისა და სრულიად ელადის(საბერძნეთი) უნეტარესი მთავარეპისკოპოსის იერონიმე მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მკვეთრად გაუმჯობესებულია.
შეგახსენებთ, რომ უნეტარესი იერონიმე ათენის ერთ-ერთ კლინიკაში გადის კორონავირუსულ ინფექციაზე მკურნალობის კურს. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, მის უნეტარესობას რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ.