09/01/2021 09/01/2021 2021 წლის 6 იანვარს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით ნათლისღების დღესასწაულზე, საზეიმო წირვის შემდგომ, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა იერონიმე მეორემ განცხადება გააკეთა ათენის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში. უნეტარესმა იერონიმემ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ბ. მიცოტაკისთან თავისი შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: “საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რაც გავიარეთ და რასაც ველოდებით. ვინაიდან დღეს დიდი დღესასწაულია,...
09 Ιανουαρίου, 2021 - 18:37

უნეტარესი იერონიმე: “მზად ვართ ყველაფრისათვის”

Διαδώστε:
უნეტარესი იერონიმე: “მზად ვართ ყველაფრისათვის”

2021 წლის 6 იანვარს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით ნათლისღების დღესასწაულზე, საზეიმო წირვის შემდგომ, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა იერონიმე მეორემ განცხადება გააკეთა ათენის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში.

უნეტარესმა იერონიმემ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ბ. მიცოტაკისთან თავისი შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: “საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რაც გავიარეთ და რასაც ველოდებით. ვინაიდან დღეს დიდი დღესასწაულია, საჭიროა ისტორიის ცოდნით დავკავდეთ. ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ ცხოვრება უცნაურია და ციკლური. ჩვენც სწორედ ამ ციკლებში ვცხოვრობთ”.

როცა ჰკითხეს, საჭიროა თუ არა ზომების დაცვა უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა უპასუხა: “მე მეუბნებით ამას?! შეხედეთ ზომებს, რომლითაც ეკლესია ოპერირებს. შემდეგ გადით სანაპიროებზე ან ათენის ცენტრში, ნახეთ რა ხდება და გამოიტანეთ დასკვნა”.

მისმა უნეტარესობამ დასძინა, რომ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს: “ვინც ისტორიას კარგად იცნობს, ყოველთვის უცნაურის მოლოდინშია. ამგვარად, ყველაფრისათვის მზად ვართ!”

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων