06 Νοεμβρίου, 2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

Διαδώστε:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა.

მის უნეტარესობას, უნეტარეს ანასტასის, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს

თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და ღვთის საყდრის წინაშე თანამსახურო!

გთხოვთ, მიიღოთ გულითადი მოლოცვა თქვენს პირად სამახსოვრო თარიღთან, 95 წლის იუბილესთან, დაკავშირებით.

უფლის ყანობში მრავალწლიანი გულმოდგინე მსახურების მანძილზე თქვენ შეიძინეთ მდიდარი ცხოვრებისეული და სულიერი გამოცდილება, რაც სრულად გამოავლინეთ თქვენი მისიონერული და თავგანწირული მღვდელთმთავრული მოღვაწეობით ალბანეთის წმინდა ეკლესიის აღორძინების საქმეში, რომელმაც მძიმე აღმსარებლობითი ღვაწლი აღასრულა გასულ საუკუნეში და უსასტიკესი დევნა განიცადა. „მოხუცებშია სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა“ (იობ. 12:12), – წმინდა წერილის ეს სიტყვები ნამდვილად აღსრულდა თქვენს უნეტარესობაზე: თქვენს ხმას მილიონობით მართლმადიდებელი მორწმუნე ისმენს მთელს მსოფლიოში, რამეთუ მათთვის თქვენ ხართ ნიმუში კეთილი მწყემსისა (იოანე 10:11), რომელიც თავგანწირვით ამოწმებთ ღვთის სიმართლეს და თამამად ქადაგებთ სახარების საიდუმლოს (ეფეს. 6:19).

თქვენთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მე ვლოცულობ, რომ მრავალმოწყალე უფალმა განაახლოს თქვენი ფიზიკური და სულიერი ძალები და გარდამოგივლინოთ თავისი მოუკლებელი შემწეობა პირველიერარქიულ მსახურებაში მისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად და თქვენი მზრუნველობისადმი რწმუნებული ღვთის ერის საცხოვნებლად.

იესო ქრისტეში ძმური სიყვარულით

+ კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

mospat.ru

Διαδώστε: