07 Αυγούστου, 2024

ქობულეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

Διαδώστε:

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ქალაქ ქობულეთში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ჩატარდა წარმოდგენა „ისტორიის გაკვეთილი“.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით.

ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა, ხოლო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

sazu.ge

Διαδώστε: