09 Σεπτεμβρίου, 2020

ქორწილის, ქელეხის და სხვა ღონისძიების გამართვა 10-მდე ადამიანის მონაწილეობით კვლავ ნებადართულია

Διαδώστε:

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, აკრძალულია არა ქორწინების აქტის გაფორმება, არამედ ამ ღონისძიების 10 კაცზე მეტის შემადგენლობაში აღნიშვნა. ამის შესახებ imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს.

არაუმეტეს 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.


imedinews.ge

Διαδώστε: