07 Ιανουαρίου, 2021

ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა რუსეთის პატრიარქმა [ფოტო]

Διαδώστε:

 

იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს) ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო ღვთისმსახურება მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

რუსეთის ეკლესიის მეთაურს თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე და მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, პავლო-პოსადის ეპისკოპოსი თომა და სხვა სამღვდელო პირები.

საღვთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ პატრიარქმა კირილემ ქადაგებით მიმართა სამწყსოს და მიულოცა შობის დღესასწაული.

ღვთისმსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რუსულ ტელეარხებზე “Первый”, “Россия 1” და ტელეარხ “Спас-ის” ვებ-გვერდზე.

 

wenews.ge

Διαδώστε: