23 Σεπτεμβρίου, 2020

ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევა

Διαδώστε:

2020 წლის 17 სექტემბერს, წმინდა წინასწარმეტყველ მოსეს ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) სოფელ გუმბრასთან მდებარე ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი აკურთხა.

ტაძრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელ-მონაზონი მოსე (ცქიტიშვილი).

ვულოცავთ მამა მოსეს და ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი მონასტრის დაფუძნებას და ვუსურვებთ სულიერ აღმავლობას.

მოამზადა მარიამ გაგუამ


წყარო: საპატრიარქოს უწყებანი

ambioni.ge

Διαδώστε: