01/12/2018 01/12/2018 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრატურის მიმართულებაზე, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ტრადიციული სტუდენტური მოხსენებების ფარგლებში სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტმა დიაკონმა შალვა თედლიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე – ,,წმინდა ზიარებისათვის მოსამზადებელი წინაპირობები“. თემა ეხებოდა საეკლესიო სამართლის მიხედვით ზიარების მოსამზადებელ წინაპირობებს. კერძოდ, წარმოდგენილ მოხსენებაში განხილული იყო ის საეკლესიო კანონები, რომლებიც მორწმუნეთა სულის სასარგებლოდ და ეკლესიურ ცხოვრებაში მათი...
01 Δεκεμβρίου, 2018 - 14:50

ყოველკვირეული მოხსენებები აკადემიაში

Διαδώστε:
ყოველკვირეული მოხსენებები აკადემიაში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრატურის მიმართულებაზე, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ტრადიციული სტუდენტური მოხსენებების ფარგლებში სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტმა დიაკონმა შალვა თედლიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე – ,,წმინდა ზიარებისათვის მოსამზადებელი წინაპირობები“. თემა ეხებოდა საეკლესიო სამართლის მიხედვით ზიარების მოსამზადებელ წინაპირობებს. კერძოდ, წარმოდგენილ მოხსენებაში განხილული იყო ის საეკლესიო კანონები, რომლებიც მორწმუნეთა სულის სასარგებლოდ და ეკლესიურ ცხოვრებაში მათი წარმატებისთვის შეიმუშავა ეკლესიამ და რომლებიც არეგულირებს საღმრთო ლიტურგიაში მორწმუნეთა მონაწილეობას. მოხსენებაში განხილული იყო როგორც საერო, ისე სასულიერო პირთა ზიარებისთვის მოსამზადებელი წინაპირობები.
სტუდენტებმა მომხსნებელს დაუსვეს შეკითხვები. მაგალითად, რამდენად ხშირად უნდა იღებდეს წმინდა ზიარებას ქრისტიანი? ამ კითხვაზე პასუხისთვის დიაკონმა შალვა თედლიაშვილმა მოიხმო წმინდა იოანე ოქროპირის განმარტება. რომლის მიხედვითაც მორწმუნეებმა ზიარება ხშირად უნდა მიიღონ.
ზოგადად, უნდა ითქვას ის, რომ წარმოდგენილმა თემამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων