27/11/2020 27/11/2020 უძველესი გადმოცემით, ერთ-ერთ ბრძოლაში თეთრცხენოსან ჭაბუკს მტრის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უბოძებია. გამარჯვებულებს უახლოეს ეკლესიაში პარაკლისი გადაუხდიათ. მეფესთან ერთად ტაძარში ის გმირიც ყოფილა. ლოცვის შემდეგ მეფეს მოუკითხავს. ჭაბუკი არსად ჩანდა. მაშინ ღმერთს გაუნათებია მათთვის გონება – წმინდა გიორგის ფრესკაში ჭაბუკი მეომარი შეუცვნიათ. იმ დღიდან ამ მთას შავნაბადის მთა დარქმევია, ხოლო ეკლესიას შავნაბადის...
27 Νοεμβρίου, 2020 - 16:22

შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტერი

Διαδώστε:
შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტერი

უძველესი გადმოცემით, ერთ-ერთ ბრძოლაში თეთრცხენოსან ჭაბუკს მტრის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უბოძებია. გამარჯვებულებს უახლოეს ეკლესიაში პარაკლისი გადაუხდიათ. მეფესთან ერთად ტაძარში ის გმირიც ყოფილა. ლოცვის შემდეგ მეფეს მოუკითხავს. ჭაბუკი არსად ჩანდა. მაშინ ღმერთს გაუნათებია მათთვის გონება – წმინდა გიორგის ფრესკაში ჭაბუკი მეომარი შეუცვნიათ. იმ დღიდან ამ მთას შავნაბადის მთა დარქმევია, ხოლო ეკლესიას შავნაბადის წმინდა გიორგის ეკლესია. ამ სასწაულის გამო სახალხო დღესასწაული დაწესებულა, შავნაბადობა. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.

მოგვიანებით მისთვის ვინმე ბურთიკოვს (ბურთიკაშვილი) სამრეკლო მიუშენებია.
1992 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 150-წლიანი დუმილის შემდეგ, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს, ტაძარში აღდგა ქართული მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.

 

— karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων