21 Νοεμβρίου, 2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

Διαδώστε:

2024 წლის 18 ნოემბერს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, ბელგრადში, შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის, რომელიც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს სტუმრობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით.

მიტროპოლიტი ანტონი სერბეთის სახელმწიფოს მეთაურს მიესალმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სახელით და აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის მიზეზი გახდა ბელგრადში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წმინდა სამების ტაძრის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი.

საუბარში პრეზიდენტმა ა.ვუჩიჩმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ იუბილეს, რომელიც წინა დღით აღინიშნა სერბეთის უწმინდესი პატრიარქის, პორფირისა და რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებისა და სამღვდელოების მონაწილეობით. სახელმწიფოს მეთაურის აზრით, აღნიშნული დღესასწაული გახდა ორი ხალხისა და ორი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი სიახლოვის სიმბოლო და კიდევ ერთხელ აჩვენა სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში საერთო ვალდებულება.

განხილულ იქნა, ასევე, ორმხრივი ინტერესების შემცველი სხვა საკითხებიც.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ეპისკოპოსი სტეფანე რემეზიელი და მიტროპოლიტ ანტონის თანმხლები დელეგაციის წევრები: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი. ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სერბეთის იუსტიციის სამინისტროს ეკლესიებთან და რელიგიურ თემებთან თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორი ვლადიმერ როგანოვიჩი.

mospat.ru/ge

Διαδώστε: