29/07/2024 29/07/2024 რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იტალიის ეპარქიის ვიკარიუსმა, ბოგდანის ეპისკოპოსმა ათანასემ, შოტლანდიის დასავლეთით კუნძულ მალიზე კილნინიანის სამრევლოში კელტი წმინდანების სახელობის მონასტერში ტაძარი აკურთხა. ახალი ტაძარი აღმართულია პირველ ათასწლეულში დაარსებული ეკლესიის ადგილას. ტერიტორია 2009 წელს გადაეცა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას. “დღეს განსაკუთრებული დღეა. რადგან ვაცოცხლებთ მადლიან ადგილს, სადაც პირველად კელტმა მონაზვნებმა ცხოვრება მიუძღვნეს უფლის სამსახურს…” –...
29 Ιουλίου, 2024 - 18:55

შოტლანდიაში 1000 წლის შემდეგ პირველი მართლმადიდებლური მონასტერი აკურთხეს

Διαδώστε:
შოტლანდიაში 1000 წლის შემდეგ პირველი მართლმადიდებლური მონასტერი აკურთხეს

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იტალიის ეპარქიის ვიკარიუსმა, ბოგდანის ეპისკოპოსმა ათანასემ, შოტლანდიის დასავლეთით კუნძულ მალიზე კილნინიანის სამრევლოში კელტი წმინდანების სახელობის მონასტერში ტაძარი აკურთხა.

ახალი ტაძარი აღმართულია პირველ ათასწლეულში დაარსებული ეკლესიის ადგილას. ტერიტორია 2009 წელს გადაეცა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას.

“დღეს განსაკუთრებული დღეა. რადგან ვაცოცხლებთ მადლიან ადგილს, სადაც პირველად კელტმა მონაზვნებმა ცხოვრება მიუძღვნეს უფლის სამსახურს…” – აღნიშნა ქადაგებისას ეპისკოპოსმა ათანასემ.

კუნძულ მალიზე არსებობს შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთ პიკტების განმანათლებლის, წმინდა ნინიანის (აღესრულა დაახლ. 430-432 წელს) მაკურნებელი წყარო. VI ს-ში კუნძულის დასავლეთით დაარსდა წმინდა ნინიანის სახელობის მონასტერი. მას შემდეგ ამ ადგილს კილნინიანს (Kilninian), “ნინიანის ეკლესიას” უწოდებენ. სამონასტრო ცხოვრება აქ ვიკინგების მარბიელ ლაშქრობებამდე გაგრძელდა. სკანდინავიელების ბატონობიდან მონასტერი ნანგრევებად იქცა. 1750-იან წლებში აქ პრესვიტერიანული ეკლესია დაფუძნდა, რომელიც XX ს-ში დაიხურა. XXI ს-ის დასაწყისში რუმინელმა მღვდელმონაზონმა სერაფიმე ალდიამ ტაძარი შეიძინა და კელტი წმინდანების სახელობის სავანე დააარსა.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων