24 Μαρτίου, 2020

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება

Διαδώστε:

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება.

აღნიშნულ საგანგებო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ს და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, – განაცხადა მეუფე საბამ.
interpressnews.ge

Διαδώστε: