03 Ιουλίου, 2020

“ძალიან ახლოა ღმერთი ჩვენთან და ძალიან შორს ვართ ჩვენ ღვთისაგან…”

Διαδώστε:

ძალიან ახლოა ღმერთი ჩვენთან და ძალიან შორს ვართ ჩვენ ღვთისაგან…
ძალიან ახლოა ჩვენთან ბედნიერება და ძალიან შორს ვართ ჩვენ მისგან…

თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? (მარკ.8/18) შეგვაგონებს მაცხოვარი.

ასეთები გავხდით ადამიანთა მოდგმა, უმადური, დაუნახავი, უგულო, სასტიკი.

გამოსავალი წმიდა წერილში გვიწერია – “შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში (ლევიანნი 25:18 )

ახალგაზრდა თაობა განსაცდელშია! ისინი სულიერად სუსტები არიან და უმძიმესი შედეგების მომსწრე ვხდებით.

მშობლები თუ ბავშვებს არ ესაუბრებიან ღმერთის შესახებ, მაშინ დარჩენილი ცხოვრება, მოუწევთ ღმერთს ელაპარაკონ შვილების შესახებ!( ებრაული ანდაზა)

ასე რომ, დავამეგობროთ პატარები ღმერთთან, ხშირი ზიარებით, სასულიერო საბავშვო წიგნების კითხვით, ეკლესიის სიყვარულით და აუცილებლად გაკეთილშობილდება, ჩვენი ამჟამინდელი მძიმე გარემო .

სიყვარულით არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

ambioni.ge

Διαδώστε: