24 Ιουλίου, 2019

ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Διαδώστε:

ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები, ხიდის ხიმინჯებისა და გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფელ ტყემლოვანამდე.

აღნიშნული გზა, მდინარე ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა

ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები.

პროექტის ღირებულება 14 489 880 ლარია

 

1tv.ge

Διαδώστε: