05/01/2021 05/01/2021 წელს, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე წმიდა ჯვარს არ ჩაუშვებს ხმელთაშუა ზღვაში. ალექსანდრიის პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღო, რადგან ეგვიპტესა და ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევები იზრდება. წელს პირველად არ აღსრულდება ხსენებული წესი მას შემდეგ, რაც ეს ტრადიცია არსებობს ალექსანდრიის საპატრიარქოში. ამრიგად, 2021 წელს ალექსანდრიის საპატრიარქო და ქალაქ...
05 Ιανουαρίου, 2021 - 21:04
Τελευταία ενημέρωση: 05/01/2021 - 23:06

წელს აფრიკაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ შესრულდება

Διαδώστε:
წელს აფრიკაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ შესრულდება

წელს, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე წმიდა ჯვარს არ ჩაუშვებს ხმელთაშუა ზღვაში.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღო, რადგან ეგვიპტესა და ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევები იზრდება.

წელს პირველად არ აღსრულდება ხსენებული წესი მას შემდეგ, რაც ეს ტრადიცია არსებობს ალექსანდრიის საპატრიარქოში.

ამრიგად, 2021 წელს ალექსანდრიის საპატრიარქო და ქალაქ ალექსანდრიაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები სრულიად განსხვავებულად იდღესასწაულებენ ნათლისღების დღესასწაულს.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων