05 Ιανουαρίου, 2021

წელს აფრიკაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ შესრულდება

Διαδώστε:

წელს, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე წმიდა ჯვარს არ ჩაუშვებს ხმელთაშუა ზღვაში.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღო, რადგან ეგვიპტესა და ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევები იზრდება.

წელს პირველად არ აღსრულდება ხსენებული წესი მას შემდეგ, რაც ეს ტრადიცია არსებობს ალექსანდრიის საპატრიარქოში.

ამრიგად, 2021 წელს ალექსანდრიის საპატრიარქო და ქალაქ ალექსანდრიაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები სრულიად განსხვავებულად იდღესასწაულებენ ნათლისღების დღესასწაულს.

 

wenews.ge

Διαδώστε: