31/10/2019 31/10/2019 წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო. როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება. მისივე თქმით, სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის...
31 Οκτωβρίου, 2019 - 10:50
Τελευταία ενημέρωση: 31/10/2019 - 11:35

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

Διαδώστε:
წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო.

როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

მისივე თქმით, სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა.

„მთავარი, რაც დამავალა მისმა უწმინდესობამ განცხადებისთვის ისაა, რომ 31 ოქტომბერს ჩაინიშნა სინოდის სხდომა, დღის 12:00 საათზე. ეს არის მისი უწმინდესობის გადაწყვეტილება. მეუფე იაკობი არის წმინდა სინოდის წევრი და ის დაესწრება სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე არის დაგეგმილი.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων