17 Ιανουαρίου, 2021

“წმინდა სინოდი ვაქცინის შესახებ იმსჯელებს” – მიტროპოლიტი თეოდორე

Διαδώστε:

“არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, ვაქცინაზე, არამედ – საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისაგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს.

ეს არის ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებენ შემდგომ, უკვე მღვდელმთავრები როცა შეიკრიბებიან და მერე ჩამოყალიბდება უკვე ეკლესიის აზრი როგორი იქნება,” – აცხადებს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე რუსთავი 2–თან ინტერვიუში.

 

wenews.ge

Διαδώστε: