27/12/2019 27/12/2019   ა.წ. 24-26 დეკემბერს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდი (ხელმძღვანელი: ნინო მიქაბერიძე), თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ანსამბლი ,,იალონი“, ანსამბლი ,,სათანაო”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მევიოლინეები სახელწოდებით ,,სიმი“ და სხვ. მობრძანდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძეც ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად, რომელთა შორის იყო 10 წლის ცოტნე ზედგინიძეც. მან...
27 Δεκεμβρίου, 2019 - 14:44

ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღე მიულოცეს

Διαδώστε:
ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღე მიულოცეს

 

ა.წ. 24-26 დეკემბერს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდი (ხელმძღვანელი: ნინო მიქაბერიძე), თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ანსამბლი ,,იალონი“, ანსამბლი ,,სათანაო”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მევიოლინეები სახელწოდებით ,,სიმი“ და სხვ.

მობრძანდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძეც ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად, რომელთა შორის იყო 10 წლის ცოტნე ზედგინიძეც. მან შეასრულა საკუთარი ორი საფორტეპიანო ნაწარმოები, რომელთაგან ერთი მისი უწმინდესობისთვის დაწერა, მეორე კი გია ყანჩელისთვის.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων