16/11/2018 16/11/2018 ა.წ. 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად  გადაიხადა 100 000 მოწამის პარაკლისი და დაესწრო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა _ ,,ბინული”,   ,,ნართები”, ,,ფიროსმანი;” მომღერალმა _ ციური მჭედლიძემ, მსახიობმა _ ზვიად დოლიძემ და შემოქმედებითმა გაერთიანებამ _ ,,ეროვნული იმპერატივი”. ღონისძიებას ესწრებოდენ საქართველოს...
16 Νοεμβρίου, 2018 - 18:11
Τελευταία ενημέρωση: 16/11/2018 - 18:16

100 000 მოწამის დღე

Διαδώστε:
100 000 მოწამის დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად  გადაიხადა 100 000 მოწამის პარაკლისი და დაესწრო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა _ ,,ბინული”,   ,,ნართები”, ,,ფიროსმანი;” მომღერალმა _ ციური მჭედლიძემ, მსახიობმა _ ზვიად დოლიძემ და შემოქმედებითმა გაერთიანებამ _ ,,ეროვნული იმპერატივი”.

ღონისძიებას ესწრებოდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი ბ-ნი კახი კალაძე, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

მისმა უწმინდესობამ, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა მოსახლეობას 100 000 მოწამის დღე მიულოცეს.

,,ქართველებო, ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილზე, წმინდა მიწაზე. ჩვენ ვდგავართ 100 000 ქართველის სისხლზე. შევთხოვთ უფალს, რომ 100 000 მოწამის ლოცვებით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, რადგან საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων