2024 წლის 2-5 ოქტომბერს, იტალიის ქ. ურბინოში, ურბინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია ისტორიასა და აწმყოში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ფილოსოფიის პროფესორები და მკვლევრები იტალიიდან, საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, ჰელმუტ შნაიდერი და ნიკოლოზ კოპალეიშვილი.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა საკითხების ფართო სპექტრი: ქრისტიანული რელიგიის თეორიული გააზრება ადრეულ ქრისტიანულ და ბიზანტიურ ფილოსოფიურ და თეოლოგიურ აზროვნებაში, ქრისტიანობის გაგება ჰეგელთან სპეკულატიური და სისტემური პერსპექტივებიდან, ქრისტიანობის პოლიტიკურ-ფილოსოფიური და პოლიტიკურ-თეოლოგიური განზომილებები, რელიგიის ფილოსოფიის გააზრების თავისებურებები XX საუკუნის იტალიურ იდეალისტურ ფილოსოფიაში და სხვ.
კონფერენციაზე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა წარადგინეს შემდეგი მოხსენებები:
◾ პროფ. თენგიზ ირემაძე – ფილოსოფია და ქრისტიანობა. ქრისტიანული ფილოსოფიის დაფუძნების შესახებ გვიანანტიკურ ბიზანტიასა და საქართველოში
◾ პროფ. ჰელმუტ შნაიდერი – ძღვენი და მსხვერპლი ფილოსოფიასა და რელიგიაში
◾ პროფ. ლალი ზაქარაძე – რელიგია და ნაციონალიზმი ივან ილინთან
◾ პროფ. მიხეილ გოგატიშვილი – ჰეგელის დიალექტიკა და ჭეშმარიტების თეორია XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში (კოტე ბაქრაძე და სავლე წერეთელი)
◾ ასისტ. პროფ. ნიკოლოზ კოპალეიშვილი – ნეტარი ავგუსტინეს ქრისტიანული პლატონიზმი
10 Οκτωβρίου, 2024
კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია ისტორიასა და აწმყოში“
Διαδώστε:
Διαδώστε: