საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები პროექტის ‘სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის’ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ
ამა წლის 24 ნოემბერს ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – „სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის“ განხორციელდა.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებიც, ვინაიდან აღნიშნული სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და სტუდენტურ პარლამენტთან.
პროექტის ფარგლებში მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ახალგაზრდებისთვის, გაიმართა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე და ჩატარდა შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. აღნიშნულ აქტივობებში კი 1000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.