17 Μαΐου, 2019

12 მოციქულის სახელობის ტაძარი ჩვენი დახმარების მოლოდინშია

Διαδώστε:

“კარიბჭის” მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის – მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი.

“კარიბჭის” გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ ტაძრის მშენებლობას ჩვენი დახმარება სჭირდებოდა არაერთხელ მოჰყვა მკითხველების რეაგირება და მათი დახმარებით ტაძარი ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი. მაგრამ ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია.
მშენებლობის განსაახლებლად საჭიროა საშენი მასალა: არმატურა, ცემენტი, ფიცარი.

მოდით, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად, მეგობრებო! შევეწიოთ ტაძრის მშენებლობას, რითიც შეგვიძლია.
12 მოციქულის მადლმა გაგაძლიეროთ!

 

karibche.ambebi.ge

Διαδώστε: