21 Οκτωβρίου, 2019

სემინარი ეკლესია-სახელმწიფოებრივი ურთიერთობები და სამართლებრივი ასპექტები

Διαδώστε:

2019 წლის 20 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით და მოწვევით, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან არსებულ საკონფერენციო დარბაზში, ლექცია-მოხსენება წაიკითხა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო სამართლის მიმართულების დოქტორანტმა, საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა, ბატონმა ედიშერ ქარჩავამ, თემაზე: „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სამართლებრივი ასპექტები“. აღსანიშნავია, რომ ლექციას დაესწრნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი შალვა კიკნაველიძე, ზესტაფონის მერი ბატონი გიორგი გოგლიჩიძე და ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ ღამბაშიძე.

 

 

 

Melkhisedek Khachidze/facebook

Διαδώστε: