15 Μαρτίου, 2020

17 მარტს სამღვდელოება თბილისის ძირითად ქუჩებს აკურთებს

Διαδώστε:

17 მარტს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძვრებიან და მას აკურთხებენ.

ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.

მანვე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად დღეში სამჯერ მრევლმა კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს.

“მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა, რომ გარკვეული სახის ზომები მივიღოთ, რაც გამოიხატება ლოცვაში. ერთი ლოცვა დღეს შესრულდა 12:00 საათზე და დაირეკა ზარები ყველა ტაძარში. ამ დროს უნდა ითქვას საერთო ლოცვა “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა წაიკითხოთ სამგზის. ასევე, ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით – “ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა”. ეს დაუჯდომელი უნდა წაიკითხოთ ყოველდღე თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე, რომელი ქუჩებიც აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

 

dogma.ge

Διαδώστε: