01 Οκτωβρίου, 2019

2019 წლის რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების მეოთხე კომისიის სხდომა

Διαδώστε:

30 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2019 წლის მეოთხე სხდომა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი და სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილ 16 საკითხიდან 13-ზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, ხოლო 3 საკითხზე უარი დაადგინა. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ასევე განიხილა სომხური ეკლესიის 2 საკითხი, რომლებზეც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

Διαδώστε: