11/09/2020 11/09/2020 ფონდი „ლაზარე“ 10 წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს სამშვიდობო პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ და ემსახურება ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდების ერთმანთთან დაახლოება-დამეგობრებას. გასულ წელს საზაფხულო ბანაკს ჩრდილოეთ ოსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50 მონაწილე სტუმრობდა, წელს...
11 Σεπτεμβρίου, 2020 - 14:08

2020 წლის 16 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ განახორცილა სამშვიდო პროექტის მეორე ფაზა სახელწოდებით: „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“

Διαδώστε:
2020 წლის 16 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ განახორცილა სამშვიდო პროექტის მეორე ფაზა სახელწოდებით: „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“

ფონდი „ლაზარე“ 10 წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს სამშვიდობო პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ და ემსახურება ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდების ერთმანთთან დაახლოება-დამეგობრებას.
გასულ წელს საზაფხულო ბანაკს ჩრდილოეთ ოსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50 მონაწილე სტუმრობდა, წელს კი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკი) მონაწილე 33 ქართველი და საქართველოში მცხოვრები ოსი ახალგაზრდა იყო, მათ შორის, ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) მხარდაჭერით, პროექტში მონაწილეობდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში მცხოვრები ოსი ახალგაზრდები.
პროექტის 10-დღიანი პროგრამა მოიცავდა შემეცნებით, კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს; ახალგაზრდები არაფორმალური განათლების ფორმებზე დაფუძნებული სხვადასხვა თამაშითა და აქტივობით სწავლობდნენ კონფლიქტებისა და სტერეოტიპების გადალახვის გზებს, ეთნიკურ ჯგუფებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მოტივაციისა და უნარების განვითარების აქტივობებს კი ლიდერობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში სპეციალური პროგრამით მომზადებული ახალგაზრდები ხელმძღვანელობდნენ.
„დღეს ჩვენ ვართ ბედნიერი, მეგობრული, მხიარული თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე და გვინდა, მომავალშიც ასე გაგრძელდეს“, – აღნიშნეს მონაწილეებმა.
‼️ მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიმდინარეობისას დაცული იყო ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων